9:13 PM
ქვაბების ნაკრები, როგორც სასურველი საჩუქარი ახალი ბინის შეძენისას

 

მარტივი პასუხი კითხვაზე, რატომ შეიძლება გერმანული ქვაბების ნაკრები კარგი საჩუქარი აღმოჩნდეს.

ბოლო დროს ჩვენი მომხმარებლები ხშირად კითხულობენ, რა შეიძლება აჩუქო ადამიანს ან წყვილს, რომელმაც ახალი სახლი შეიძინა, დღეს ვეცდებით რამდენიმე საუკეთესო არჩევანი შემოგთავაზოთ.

 

ზოგადად, საინტერესო და თან გამოყენებადი საჩუქრები 3 ძირითად ვარიანტად შეგვიძლია დავყოთ:

  • მსხვილი საოჯახო ტექნიკა
  • წვრილი საოჯახო ტექნიკა
  • სამზარეულოს ჭურჭელი

პირველ მათგანში ერთიანდებიან ტელევიზორები, გაზქურები, მაცივრები და ა.შ. გასაგებია, რომ უმრავლესობა ამ ნივთებიდან ძალიან სასურველი, თუმცა ძვირიანი საჩუქარია, ამიტომ თუ ბიუჯეტში შეზღუდულები ბრძანდებით, მოგიწევთ ყურადღება დანარჩენ 2 ვარიანტზე შეაჩეროთ.

წვრილი საოჯახო ტექნიკიდან შეგვიძლია ავარჩიოთ სამზარეულოს ისეთი ნივთები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება, მაგალითად აეროგრილი, ბლენდერი და ა.შ. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მათი საჭიროებისა, როგორც წესი ისინი საკმაოდ იაფიანი პროდუქტებია და შეიძლება დამატებითი უხერხულობა შექმნას, თუ არ ჩავთვლით სამზარეულოს კომბაინს, რომლის ფასიც, თავის მხრივ, სრული კომპლექტაციით ხშირად 1000 ლარს აღწევს.

ამიტომ, გირჩევთ ყურადღება ბოლო დროს ძალიან პოპულარულ გერმანულ ქვაბების ნაკრებზე გაამახვილოთ, რომლის ფასიც 200-დან 500 ლარამდე მერყეობს და ბევრი ოჯახისთვის სასურველ ნივთად ითვლება.

ამ ტიპის ქვაბებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა Prima Germany-ს და Berllong-ის პროდუქცია, რომლებიც გრანიტის ჭურჭელს აწარმოებენ და ჭურჭლის ონლაინ მაღაზიების ქვაბების ნაკრების კატეგორიებში ყველაზე გაყიდვად მოდელებს წარმოადგენენ.

გერმანული ქვაბების ნაკრები რამდენიმე ძირითადი მახასიათებლით გამოირჩევა:

  1. განსაკუთრებული ხარისხი (სქელი ძირი, იდეალური კორპუსის და სახელურების მასალა)
  2. მისაღები ფასი და კომპლექტაცია (დიდი არჩევანი ჭურჭლის რაოდენობის და შესაბამისად, ფასის მიხედვით)
  3. განვადებით ყიდვის სიმარტივე (ინტერნეტ მაღაზიები ამ ტიპის პროდუქტებზე საუკეთესო საგანვადებო პირობებს გვთავაზობენ)
  4. ფასდაკლებები გერმანული ჭურჭელზე ძალიან ხშირად გვხდება ინტერნეტ სივრცეში და ამ მხრივ აქციების მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო სასურველს ხდის მას საჩუქრის არჩევისას.
  5. აქციის ფარგლებში ქვაბებს ძალიან ხშირად მოყვება დამატებითი საჩუქრები (ბლენდერი, ტოსტერი და ა.შ.) რაც საშუალებას გაძლევთ კიდევ უფრო მრავალფეროვანი შენაძენი გააკეთოთ.
ნანახია: 42 | დაამატა: Admin | ტეგები: როგორც სასურველი საჩუქარი ახალი ბინ, ქვაბების ნაკრები | რეიტინგი: 5.0/1
რეკლამა

სულ კომენტარები: 0
avatar